მე მხატვარი ვარ!...
კარგად იცი თვალებს არ ვხატავთ
მე და მოდილიანი!
რა საჭიროა მართლაც?!
ჰო! ამბობენ თვალები სულის სარკეაო. (ჩვენც ასე ვფიქრობთ)
მაგრამ იშვიათად ვხედავთ ამ სარკეს,
შესაბამისად ტილოზე თვალებს დანიშნულება არ აქვთ!
ჰოდა, მაშინ დავხატავთ, როცა დავინახავთ.
(მხატვარმა მხოლოდ ერთხელ დაინახა!)
ნეტავ ...
მე და რენუარი
ყველა ფერს არ ვცნობთ.
რა საჭიროა მუქი?!
„ცხოვრება ტკივილია - შეიმსუბუქე!
აღიქვი - ნათელში“
მუქი ტონით კიდევ დავიმძიმოთ გარემო?!
აკვარელიც შესაბამისად ნათელი ფერისაა,
ჩვენს პორტრეტებსაც ღიმილის ტონი არ სცილდებათ.
(განსაკუთრებით ერთგან - ბროწეულის ბაგეს)
პიკასო მხატვარია -
„ერთი ფუნჯის მოსმით“
ის არ გვგავს ჩვენ ფერებში...
„ხელოვნება არ არის ოთახების მოსართავი!
ფერწერა არის თავდაცვისა და თავდასხმის მძლავრი საშუალება“
ამიტომაც პიკასოს ფუნჯს აღელვება არ სცილდება.
დიდებულია -
ის ფუნჯს ორჯერ არ დებს აკვარელში...
„მე დაგინახე მოდილიანის - ფუნჯით
და გამოგძერწე რენუარის ფერში -
პიკასოს მონასმებით“
ფერი შევქმენი და
დაგხატე ერთი მოსმით.
ა მ ო გ ი ს უ ნ თ ქ ე !!!
(ტალღისფერი თვალები,
გრძელი კისერი,
მარჯვნივ გადახრილი თავი,
თხელი თითები,
სახე მშვიდი...)
პორტრეტს დალის აბსტრაქტული რკალი გასდევს:
ნათელ ფონზე მტრედს სამი წრე შეეკრა.
/პორტრეტით უშენობა მოვიკალი/
კარგად იცი თვალებს არ ვხატავთ
მე და მოდილიანი!
რა საჭიროა მართლაც?!
ჰო! ამბობენ თვალები სულის სარკეაო. (ჩვენც ასე ვფიქრობთ)
მაგრამ იშვიათად ვხედავთ ამ სარკეს,
შესაბამისად ტილოზე თვალებს დანიშნულება არ აქვთ!
ჰოდა, მაშინ დავხატავთ, როცა დავინახავთ.
(მხატვარმა მხოლოდ ერთხელ დაინახა!)
ნეტავ ...
მე და რენუარი
ყველა ფერს არ ვცნობთ.
რა საჭიროა მუქი?!
„ცხოვრება ტკივილია - შეიმსუბუქე!
აღიქვი - ნათელში“
მუქი ტონით კიდევ დავიმძიმოთ გარემო?!
აკვარელიც შესაბამისად ნათელი ფერისაა,
ჩვენს პორტრეტებსაც ღიმილის ტონი არ სცილდებათ.
(განსაკუთრებით ერთგან - ბროწეულის ბაგეს)
პიკასო მხატვარია -
„ერთი ფუნჯის მოსმით“
ის არ გვგავს ჩვენ ფერებში...
„ხელოვნება არ არის ოთახების მოსართავი!
ფერწერა არის თავდაცვისა და თავდასხმის მძლავრი საშუალება“
ამიტომაც პიკასოს ფუნჯს აღელვება არ სცილდება.
დიდებულია -
ის ფუნჯს ორჯერ არ დებს აკვარელში...
„მე დაგინახე მოდილიანის - ფუნჯით
და გამოგძერწე რენუარის ფერში -
პიკასოს მონასმებით“
ფერი შევქმენი და
დაგხატე ერთი მოსმით.
ა მ ო გ ი ს უ ნ თ ქ ე !!!
(ტალღისფერი თვალები,
გრძელი კისერი,
მარჯვნივ გადახრილი თავი,
თხელი თითები,
სახე მშვიდი...)
პორტრეტს დალის აბსტრაქტული რკალი გასდევს:
ნათელ ფონზე მტრედს სამი წრე შეეკრა.
/პორტრეტით უშენობა მოვიკალი/
- ავტორი: დ. კამკამიძე
воскресенье, 6 июня 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий