მიწა გაიჭრა ვერტიკალურად,
ცა - არაფრისფერი იყო,
როცა აგაცილე სახლში.
-----------------------
ღრუბელმა იმშობიარა
და ტყუპი გუბე
ჩემთან მოახლოვებას გიშლის.
-----------------------
ლოცვამ -
გოდებისგან პირშეკრულ აკლდამას
ეპიტაფია გამოუძერწა.
-----------------------
მეზობლის არაფრისმთქმელი თვალები,
ბავშვის გაბეცებული სახე,
მოვაჭრის ჩხუბი - პატარა უბანში.
-----------------------
ფილტვებს - მომწყდარი უჰაერობა
გაზაფხულის რძისფერმა ჰავამ
გაუქრო.
-----------------------
საათის ისარი სამს მიესტუმრა.
როგორც მე - შენს სადარბაზოს.
ის „ისრით“ მე „თაიგულით“
-----------------------
კოცნამ -
ჟანგმოდებული ტუჩებიდან
მაგრგალიტების მძივი ჩამოხსნა.
-----------------------
შენს ლოდინში
სიგარეტის ნამწვავებით,
წვიმის ღვარცოფს ბარიერი შევუქმენი.
-----------------------
- ავტორი: დ. კამკამიძე
воскресенье, 6 июня 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий