სიმწრის თუ სიხარულის?!
ახლა აპრილი და დღეები უკვე დაღმა ხნავს,
აღდგომის მარხვაც დასრულდება სასაფლაოზე,
„ნაწვიმარ ამინდს“ იისფერი ქოლგები ხუთავს -
სუნთქვა გაჭირდა და სიცოცხლე აქაც ჩარაზეს.
და დგას საფლავთან ორი-სამი ჭირისუფალი,
სული ზეიმობს (მარტოობის იარლიყს იგლეჯს)
დედა-შვილი კი შიმშილისგან გონემიხდილი,
(თითის წვალებით) ვარაუდით აგნებენ ჯიბეს -
რომ დაითვალონ მათთვის ბევრი, არადა ცოტა,
თვალი სიმწრის თუ სიხარულის მიარღვევს ჯებირს,
დედა შვილს აწვდის! გაბეცებით ირღვევა ლუკმა
და ეს გარემოც დაემსგავსა რაოდენ შეშლილს...
რომელიც ისევ განაპირას დგას მიყუჟებით
ფილტვებს რძისსუნი ელანდება (ნაჟანგბადარი)
ცოდვა კი ისევ ცუნამივით არხევს აკლდამას -
ლოცვა არ წყდება! გოდებისგან ფარფატებს ჩადრი -
რომ გაანათოს, გაანათლოს ლურჯი აკლდამა
ლოცვად წაწერილ - გამკვეთრდება ეპიტაფია,
ლურჯი ლოდები - ახლა უკვე მუყაოსფერი,
ჭირისუფალი აქ, ხომ ისევ ორი-სამია!...
- ავტორი: დ. კამკამიძე
воскресенье, 6 июня 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий