воскресенье, 6 июня 2010 г.

20-21 საუკუნე

21 საუკუნე... ლიტერატურა გასცდა ჩარჩოებს, დაიმსხვრა "ტრადიციათა ჩარჩო" გაჩნდა უამრავი ჟანრი... 20 საუკუნე - ვერლიბრი, თეთრი ლექსი... შემოვიდა ჰაიკუ, ტაიკა, მინიმა... ბევრმა აღიარა... ბევრისთვის სხვა დანარჩენი გარდა ტრადიციულისა მიუღებელია. ვერავინ იფიქრებდა იაპონიაში 16 საუკუნეში, რომ ჰაიკუ სულ რაღაც 17 მარცვლიანი გამონათქვამი თავისი დატვითულობით
რამდენიმეგვერდიან პოემას "თუ" აჯობებდა თავისი დატვირთულობით... და ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა საზღვრებს იქითაც - კი... არავინ იფიქრებდა, რომ ვერლიბრს, თეთრ ლექსს ამდენი მიმდევარი თუ გამოუჩნდებოდა... "დაჩრდილავდა" გარკვეული დოზით კონვენციურ ლექსს. 21 საუკუნეა! საუკუნე, როცა გზა ევროპასთან უფრო ახლოა... ჩარჩო მეტნაკლებად ღია! სწორედ ამიტომ ბედნიერია ხელოვნება! ლიტერატურა "ზუსტი მეცნიერება" როდია?! ხოლო მეტაფორულად, რომ ვთქვათ ხელოვანი ფესვიდან სასურველ ციფრს ყოველთვის ამოიყვანს... ლიტერატურა ხომ ყოველთვის პროგრესს განიცდის... ან პირიქით... "აქ ყოველთვის დუღს სუნთქვა"
- ავტორი დ. კამკამიძე (პუბლიცისტური წერილის ნაწყვეტი)

Комментариев нет:

Отправить комментарий