„მთვარით გათანგულს“ უმღერიან სამგლოვიაროს!
„მთვარით გათანგულებო -
ამოისუნთქეთ!
ღრუბელი მოდის“
უქმე დღეები.
ფანჯრის რაფებს იდაყვებს ვაყრდნობ!
ალბათ გარემოც მიეჩვია -
იდენტურ იერს...
წინ ჰორიზონტი!
„უსასრულობას ფარავს ჭერამი“
(მახსოვს, როდესაც წყალს ვუსხამდი -
ხშირად პეშვებით)
და ვაკვირდები!
ვაკვირდები სუნთქვას ფოთლების.
უკვე დიდია.
გაიზარდა.
დაქალებული - მზიან ჩრდილებში
არწევს ჰამაკებს.
ამ გაზაფხულზე -
გასაოცრად აიდგა ფეხი...
სურნელს მათრობელ ალკოჰოლში ვაიგივებდი
(ჩრდილებში მძინავს)
სარკმლის შიგნით ვარღვევ დარაბებს...
და...
(მერამდენე უქმე აწევს კედლის კალენდარს?!)
- - -
აღარ დაღამდა -
უფრო სწორედ ღამდება გვიან!
მაშინ, როდესაც
„ღამეს სძინავს ფხიზელი ძილით!“
დღე დაიღალა.
მთვარემ ბინდიც ისე გათანგა -
ამოისუნთქოს!
და ჭერამზე დადნეს ფიქრებად.
- - -
გმინავს ღრუბელი.
ახლა ჰაერს ზღვის სუნი აწევს...
„მთვარით გათანგულს“ უმღერიან სამგლოვიაროს!
- ავტორი: დ. კამკამიძე
воскресенье, 6 июня 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий