четверг, 10 июня 2010 г.
ადმინისტრაცია
среда, 9 июня 2010 г.
პროზა-პოეზია
პროზა (ლათ. prosa < prorsa - პირდაპირი, უბრალო, proversa - წინმიმართული), მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეორე ძირითადი ფორმის - პოეზიისაგან მხატვრული მეტყველების ორგანიზაციით. პროზაში მეტყველების მთლიანი ნაკადი მიისწრაფვის მხოლოდ წინ და მისთვის დამახასიათებელია ისეთივე პაუზები წინადადებებისა და სინტაგმების ბოლოს, როგორც ეს ჩვეულებრივ მეტყვეებას ახასიათებს. პოეზიისგან განსხვავებით პროზის რიტმი აგებულია სინტაქსური კონსტრუქციების (წინადადება, პერიოდი, კოლონი) მიახლოებით თანაზომადობაზე, რაც ქმნის მხატვრული პროზის ნაწარმოების ერთ მთელიან ქარგას და რითიც ის განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისაგან ან საყოფაცხოვრებო ხასიათის ტექსტებისგან.
მხავრული ლიტერატურის ერთ-ერთ ძირითად ფორმად პროზა XIX საუკუნეში გაფორმდა. მანამდე პროზაში იგულისხმებოდა ყველა სახისა და ხასიათის არამხატვრული ტექსტი.
მხატვრული პროზის პირველ ჟანრულ ფორმად ითვლება რენესანსის ეპოქის ნოველა. XVIII საუკუნიდან, განსაკუთრებით კი XIX საუკუნეში ვითარედება ისეთი ჟანრები, როგორიცაა მოთხრობა, რომანი და სხვ.
პოეზიისაგან განსხვავებით პროზაში სიტყვას, როგორც ენობრივ ერთეულს, ეცვლება სტულისტური ფუნქცია: ნაკლები ყურადღება ექცევა ბგერწერასა და მარცვლობრივ-მახვილობრივ შედგენილობას, ხოლო მეტი - სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობას, მის გამომსახველობით ფუნქციას. პროზაში კონსტრუქციის რიტმს არეგულირებს მისი სემანტიკური მხარე.
თუ პოეზიაში, განსაკუთრებით ლირიკაში, ისმის, უპირველეს ყოვლისა, ავტორისეული ხმა, რომელიც მოგვითხრობს ან სიუჟეტურ ამბავს, ან საკუთარ განცდათა შესახებ, პროზაში ბევრი ხმა ისმის: ავტორისეული თხრობა, მოქმედ პირთა ხმები, "შინაგანი ხმაც" კი და მათი ურთიერთმოქმედება ხშირად კომპოზიციის ერთ-ერთი საფუძველია.
პოეზიისა და პროზის გვერდიგვერდ არსებობს მანძილზე შეიქმნა მათ შორის შუალედური ფორმებიც - ლექსი პროზად, რიტმული პროზა, მაგრამ პროზისგან პოეზიას ყოველთვის გამოყოფს სიტყვის ლექსის საზომით ორგანიზაცია.
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" განავრცო - დ. კამკამიძემ

ანდაზა - აფორიზმი
ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც "მაქსიმი". თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას "აფორიზმი" ეწოდება.
ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
ომფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" განავრცო - დ. კამკამიძემ

რითმა
რითმა (ბერძნ. rhythmos - ტაქტი, ზომა), ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება ტაეპებში უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.
რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპები. ლექსიკური თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმით, რომ იგი ბგერითი გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. რითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილს, რის შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და იქცევს ყურადღებას. რითმა პოეტურ მეტყველებასი ქმნის რიტმულობას, კეთილხმოვანებას, მუსიკალობას.
სექციების სია
[დამალვა]
* 1 რითმათა კლასიფიკაცია
o 1.1 1. კლაუზულათა ანუ შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით
o 1.2 2. ადგილმდებარეობის მიხედვით
o 1.3 3. ევფონიის მიხედვით
o 1.4 4. შინაარსის მიხედვით
o 1.5 5. ფორმის მიხედვით
o 1.6 6. გარითმულ ტაეპთა ჯერადობის მიხედვით
o 1.7 7. ნებისმიერი რითმა, რომელიც განსაზღვრულ წესს არ ემორჩილება
რითმათა კლასიფიკაცია
ლიტერატურის თეორიისათვის სადღეისოდ ცნობილი რითმის უამრავი სახის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე ხდება:
1. კლაუზულათა ანუ შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით
* ა) ერთმარცვლიანი ანუ ვაჟური რითმა
* ბ) ორმარცვლიანი ანუ ქალური რითმა
* გ) სამმარცვლიანი ანუ დაქტილური რითმა
* დ) სამ მარცვალზე მეტი - ზედაქტილური ანუ ჰუპერდაქტილური რითმა.
ტერმინები "ვაჟური" და "ქალური" ფრანგული წარმოშობისაა (ძველ ფრანგულში ეს რითმები დაემთხვა მდედრობითი და მამრობითი სქესის გარითმულ სტყვებს და ტერმინების სახით შემორჩა პოეტიკას).
2. ადგილმდებარეობის მიხედვით
1) გარეგანი რითმა, რომლის სახეებია:
* ა) მოსაზღვრე ანუ პარალელური, რომლის სქემაა aa (წყვილადი რითმა) ან aaaa (კატრენი), მაგ:
"მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს..." (ნ. ბარათაშვილი)
* ბ) ჯვარედინი რითმა, სქემა: abab
"სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი,
მშვენიერნი, ცრემლით კრთოდნენ
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ." (ნ. ბარათაშვილი).
* გ) რკალური რითმა, სქემა: abba.
"ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია."
* დ) კიბური რითმა - წინა ტაეპის ბოლო ერითმება მომდევნო ტაეპის დასაწყისს.
* ე) ინტერვალიანი რითმა, როდესაც ტაეპებში სხვადასხვა ინტერვალით მეორდება შესაძლებელი სქემებით: aab, aaab.
2) შიგა რითმა (ცეზურული, წინაცეზურული, უკანაცეზურული), როცა სიტყვები (კლაუზულები) ტეაპის შიგნითაა გარითმული.
3) შიგა-გარეგანი რითმა, როცა სეთანხმებულია ტაეპის მუხლებიც და დაბოლოებაც.
4) პანტორითმა, როცა ტაეპში გარითმულია ყოველი სიტყვა.
3. ევფონიის მიხედვით
1) ზუსტი რითმა, როდესაც კლაუზულაში ყველა ბგერა ერთმანეთს ემთხვევა.
"ვარდით ნამებს იტაცებდა ხშირი მზე,
შენს ნატელზე ვოცნებობდი, პირიმზე." (გ. ტაბიძე)
2) არაზუსტი რითმა, როდესაც ზოგერთი ბგერა ემთახვევა ერთმანეთს.
"მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მზინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ." (გ. ტაბიძე)
არაზუსტი რითმების სახეებია:
* ა) ასონანსური
* ბ) დისონანსური
* გ) კონსონანსური
* დ) არათანაბარმარცვლიანი
* ე) არათანაბარმახვილიანი
* ვ) აკუსტიკური
* ზ) ექო-რითმა
* თ) კონტურული
3) მდიდარი რითმა, რომელშიც ზუსტი კლაუზულების წინა თანხმოვნებიც ემთხვევა (დამახასიათებელია ვეფხისტყაოსნისთვის).
4) ღარიბი რითმა (კლაუზულის თანხმოვნებით განსხვავებული).
5) ღია რითმა (ხმოვნით დამთავრებულნი).
6) დახურული რითმა (თანხმოვნით დამთავრებულნი).
4. შინაარსის მიხედვით
1) მაჯამური (ომონიმური) რითმა.
"ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი არარ ვიტყვი, მაშ მომკალი უშენოსა,
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა
შენმან მზემან, თავი ცემი, არვის ჰმართებს უშენოსა! (შ. რუსთველი)
2) ტავტოლოგიური რითმა
"ნეტავ ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი ნიკორწმინდა..." (გ. ტაბიძე)
3) ბანალური ანუ გაცვეთილი რითმა
4) იშვიათი რითმა
5) ეგზოტიკური რითმა
6) თემატური რითმა (რითმები, რომლებიც აგებულია ლექსის თემის აღმნიშვნელ სიტყვათა ჟღერადობაზე).
7) კალამბურული რითმა
8) ზმნური (გარითმულია ზმნების კლაუზულები).
9) ზედსართაული (გარითმულია ზედსართავი სახელების კლაუზულები)
5. ფორმის მიხედვით
1) მარტივი რითმა
2) რთული რითმა
"აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, (რთული)
სერზედ შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა. (მარტივი) (ა. წერეთელი)
3) კვეთილი რითმა
"თოვლის ფიფქი წამოვიდა
და დამადნა ტუჩის ქიმზე,
საქართველოს მომავალი
ბედნიერი თვალით მიმზერს. (გ. ტაბიძე)
6. გარითმულ ტაეპთა ჯერადობის მიხედვით
1) ორჯერადი (ორ-ორი ტაეპია გარითმული)
"დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარი შეჰყარა
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს გმირო ქართლისა " (ნ. ბარათაშვილი)
2) სამჯერადი
"კაცო, გვიყვარდეს,
ცათ შთამომძახეს
როს მათ დამბადეს
ყველგან ეს სიტყვა
ლამპად წინ მიმყვა." (ი. ჭავჭავაძე)
3) ოთხჯერადი - ვეფხისტყაოსნის რითმათა ჯერადობის პრინციპი.
4) მონორიმი - რითმა ლექსის ბოლომდე ერთია.
7. ნებისმიერი რითმა, რომელიც განსაზღვრულ წესს არ ემორჩილება
"დრო აღარ დარჩა, რომ ახალი იწყო ცხოვრება?
- არა! ყოველი წუთი გზაა თავისდაგვარი,
ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი
უცდის მომავალს
ბევრი გადივლის ქარიშხალი
და ნიაღვარი." (გ. ტაბიძე)
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" - განავრცო დ. კამკამიძემ

რიტმი
რიტმი (ბერძნ. rhythmos - თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერების, მოძრაობების და სხვ.) რიტმს დინამიური ხელოვნების დარგებში (მუსიკა, ცეკვა, ლექსი, პროზა) ერთიანი შინაგანი კანონები აქვს (თანაზომადობა დროში), განსხვავებულია რიტმის შემქმნელი მატერია. მხატვრული დროს თვალსაზრისით რიტმი ერთ-ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.
რიტმი მხატვრულ ლიტერატურაში
პოეზიაში რიტმი იქმნება თანაზომადი ენობრივი ერთეულების პერიოდული და კანონიზირებული მონაცვლეობით. თანაზომიერა, ჩვეულებრივ მარცვლები, სიტყვები ან სინტაგმები. ლექსში რიტმის ძირითადი კომპონენტია მეტრი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ტემპი, ინტონაცია, რითმა და ა.შ.
პროზაში რიტმს ესთეტიკური როლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პროზა არ ხასიათდება პოეზიის მსგავსად ლექსის საზომით ორგანიზებული რიტმულ-ინტონაციური განმეორებით, რიტმული ქარგა მხატვრული პროზაული ნაწარმოებისა მისი მხატვრულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია და ხასიათდება ცვლადი რიტმით ყველა დონეზე. პროზაული ნაწარმოების მხატვრული ენა თავისი რიტმითაც განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისა თუ საყოფაცხოვრებო-საქმიანი ტექსტებისგან. პროზაული და ლექსითი რიტმების ურთიერთმოქმედებით შეიქმნა საშუალო ფორმები, როგორიცაა რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ვერლიბრი.
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" - დამატებითი ცნობარი დ. კამკამიძე

მეტაფორა
მეტაფორა: (ბერძნ. metaphora - გადატანა) – მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი. პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.
"შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი" (გალაკტიონი) მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია. ხანდახან მისი გამოცნობა ძნელია. არისტოტელე ამბობდა: “თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა”.
გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:
1. როცა უსულო საგანის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (ოქროს გული, რკინის კაცი).
2. სულიერი საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე ("ჩაფიქრებულა მთაწმინდა" ან "ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ").
3. უსულო საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (ვერცხლის ნაკადული, რკინის ნიაღვარი).
4. სულიერი საგნის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (შენ ხმელო კაცო, წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო, / აქიმო წყლულის და ქადაგო გაზაფხულისა . . . მ. ლებანიძე)
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" დამატებითი ცნობარი - დ. კამკამიძე

ვერლიბრი - ხარანაული
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=oCxis68_i9s
მერანი - ბარათაშვილი
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=c_FF4O7OyYg
ვედრება - ვაჟა
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=C1RGD5NtIyg
არწივი - ვაჟა
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=HhGDyNRdpcQ
ელეგია - ილია
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=XOuf4HLm_Mg
სილაჟვარდე... გალა
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=FTniH2nP-nU
ვიდეო კოლაჟი - გალა
ატვირთულია საიტი - youtube.com - იდან!
ბმული - http://www.youtube.com/watch?v=TJ1koNh-4eI
воскресенье, 6 июня 2010 г.
მინიმა
მიწა გაიჭრა ვერტიკალურად,
ცა - არაფრისფერი იყო,
როცა აგაცილე სახლში.
-----------------------
ღრუბელმა იმშობიარა
და ტყუპი გუბე
ჩემთან მოახლოვებას გიშლის.
-----------------------
ლოცვამ -
გოდებისგან პირშეკრულ აკლდამას
ეპიტაფია გამოუძერწა.
-----------------------
მეზობლის არაფრისმთქმელი თვალები,
ბავშვის გაბეცებული სახე,
მოვაჭრის ჩხუბი - პატარა უბანში.
-----------------------
ფილტვებს - მომწყდარი უჰაერობა
გაზაფხულის რძისფერმა ჰავამ
გაუქრო.
-----------------------
საათის ისარი სამს მიესტუმრა.
როგორც მე - შენს სადარბაზოს.
ის „ისრით“ მე „თაიგულით“
-----------------------
კოცნამ -
ჟანგმოდებული ტუჩებიდან
მაგრგალიტების მძივი ჩამოხსნა.
-----------------------
შენს ლოდინში
სიგარეტის ნამწვავებით,
წვიმის ღვარცოფს ბარიერი შევუქმენი.
-----------------------
- ავტორი: დ. კამკამიძე
ცა - არაფრისფერი იყო,
როცა აგაცილე სახლში.
-----------------------
ღრუბელმა იმშობიარა
და ტყუპი გუბე
ჩემთან მოახლოვებას გიშლის.
-----------------------
ლოცვამ -
გოდებისგან პირშეკრულ აკლდამას
ეპიტაფია გამოუძერწა.
-----------------------
მეზობლის არაფრისმთქმელი თვალები,
ბავშვის გაბეცებული სახე,
მოვაჭრის ჩხუბი - პატარა უბანში.
-----------------------
ფილტვებს - მომწყდარი უჰაერობა
გაზაფხულის რძისფერმა ჰავამ
გაუქრო.
-----------------------
საათის ისარი სამს მიესტუმრა.
როგორც მე - შენს სადარბაზოს.
ის „ისრით“ მე „თაიგულით“
-----------------------
კოცნამ -
ჟანგმოდებული ტუჩებიდან
მაგრგალიტების მძივი ჩამოხსნა.
-----------------------
შენს ლოდინში
სიგარეტის ნამწვავებით,
წვიმის ღვარცოფს ბარიერი შევუქმენი.
-----------------------
- ავტორი: დ. კამკამიძე
ჰაიკუ
* * *
ჭექა შეაყოვნეთ!
დეკოლდემოღეღილ ბუნებას
სცივა...
* * *
ვიღაც მავანმა
შემოდგომის ცრემლს - შენს თვალებში
ბინა უგირავა.
* * *
ყვითელი ვარდები -
შავი ვარდის სისხლით მოვრწყე...
დ ა მ ა გ ვ ი ა ნ დ ა
- ავტორი: დ. კამკამიძე
ჭექა შეაყოვნეთ!
დეკოლდემოღეღილ ბუნებას
სცივა...
* * *
ვიღაც მავანმა
შემოდგომის ცრემლს - შენს თვალებში
ბინა უგირავა.
* * *
ყვითელი ვარდები -
შავი ვარდის სისხლით მოვრწყე...
დ ა მ ა გ ვ ი ა ნ დ ა
- ავტორი: დ. კამკამიძე
ნაკლებკონვენციური ლექსი
თუ გიღალატე!
თუ გიღალატე!
გიღალატე მეტაფორასთან -
და მონატრება მოვიკალი იმ შედარებით...
„ალუჩის ტოტებს“ ვერ ვწვდებოდით -
ირევა ფერთა -
და თვალი დათვრა შენს ლოდინში ალადასტურით!
თუ გიღალატე!
გიღალატებ კიდევ ათასჯერ!...
მეტაფორები (მარცვლებად) რომ ინაზებიან -
ისე გაქციე რეალობად - ვერც კი მიმიხვდი...
რომ სტრიქონებში - იასთანაც ჩამძინებია.
მე გიღალატე!
გიღალატე - დავწექი სხვასთან
და სისხლძარღვებმა დნმ-ი გააცამტვერეს -
სიგარეტს ისევ - ნამთვრალევი
ბეჭდებად ვცელავ!
ასე მხატვრულად - საპატარძლო კაბას გიმზადებ...
- - -
და მეტაფორა
ვინ იცის, რომ მომელოდება?!
ის, მეტაფორა -
რომელთანაც გაგაიგივე!
„ალუჩის ტოტებს“ აკვარელი ფერებში ძერწავს -
მომელოდება...
უნდა დავწვე მასთან ამ ღამეს!

კონვენციური ლექსი
სიმწრის თუ სიხარულის?!
ახლა აპრილი და დღეები უკვე დაღმა ხნავს,
აღდგომის მარხვაც დასრულდება სასაფლაოზე,
„ნაწვიმარ ამინდს“ იისფერი ქოლგები ხუთავს -
სუნთქვა გაჭირდა და სიცოცხლე აქაც ჩარაზეს.
და დგას საფლავთან ორი-სამი ჭირისუფალი,
სული ზეიმობს (მარტოობის იარლიყს იგლეჯს)
დედა-შვილი კი შიმშილისგან გონემიხდილი,
(თითის წვალებით) ვარაუდით აგნებენ ჯიბეს -
რომ დაითვალონ მათთვის ბევრი, არადა ცოტა,
თვალი სიმწრის თუ სიხარულის მიარღვევს ჯებირს,
დედა შვილს აწვდის! გაბეცებით ირღვევა ლუკმა
და ეს გარემოც დაემსგავსა რაოდენ შეშლილს...
რომელიც ისევ განაპირას დგას მიყუჟებით
ფილტვებს რძისსუნი ელანდება (ნაჟანგბადარი)
ცოდვა კი ისევ ცუნამივით არხევს აკლდამას -
ლოცვა არ წყდება! გოდებისგან ფარფატებს ჩადრი -
რომ გაანათოს, გაანათლოს ლურჯი აკლდამა
ლოცვად წაწერილ - გამკვეთრდება ეპიტაფია,
ლურჯი ლოდები - ახლა უკვე მუყაოსფერი,
ჭირისუფალი აქ, ხომ ისევ ორი-სამია!...

ვერლიბრი
„მთვარით გათანგულს“ უმღერიან სამგლოვიაროს!
„მთვარით გათანგულებო -
ამოისუნთქეთ!
ღრუბელი მოდის“
უქმე დღეები.
ფანჯრის რაფებს იდაყვებს ვაყრდნობ!
ალბათ გარემოც მიეჩვია -
იდენტურ იერს...
წინ ჰორიზონტი!
„უსასრულობას ფარავს ჭერამი“
(მახსოვს, როდესაც წყალს ვუსხამდი -
ხშირად პეშვებით)
და ვაკვირდები!
ვაკვირდები სუნთქვას ფოთლების.
უკვე დიდია.
გაიზარდა.
დაქალებული - მზიან ჩრდილებში
არწევს ჰამაკებს.
ამ გაზაფხულზე -
გასაოცრად აიდგა ფეხი...
სურნელს მათრობელ ალკოჰოლში ვაიგივებდი
(ჩრდილებში მძინავს)
სარკმლის შიგნით ვარღვევ დარაბებს...
და...
(მერამდენე უქმე აწევს კედლის კალენდარს?!)
- - -
აღარ დაღამდა -
უფრო სწორედ ღამდება გვიან!
მაშინ, როდესაც
„ღამეს სძინავს ფხიზელი ძილით!“
დღე დაიღალა.
მთვარემ ბინდიც ისე გათანგა -
ამოისუნთქოს!
და ჭერამზე დადნეს ფიქრებად.
- - -
გმინავს ღრუბელი.
ახლა ჰაერს ზღვის სუნი აწევს...

თეთრი ლექსი
მე მხატვარი ვარ!...
კარგად იცი თვალებს არ ვხატავთ
მე და მოდილიანი!
რა საჭიროა მართლაც?!
ჰო! ამბობენ თვალები სულის სარკეაო. (ჩვენც ასე ვფიქრობთ)
მაგრამ იშვიათად ვხედავთ ამ სარკეს,
შესაბამისად ტილოზე თვალებს დანიშნულება არ აქვთ!
ჰოდა, მაშინ დავხატავთ, როცა დავინახავთ.
(მხატვარმა მხოლოდ ერთხელ დაინახა!)
ნეტავ ...
მე და რენუარი
ყველა ფერს არ ვცნობთ.
რა საჭიროა მუქი?!
„ცხოვრება ტკივილია - შეიმსუბუქე!
აღიქვი - ნათელში“
მუქი ტონით კიდევ დავიმძიმოთ გარემო?!
აკვარელიც შესაბამისად ნათელი ფერისაა,
ჩვენს პორტრეტებსაც ღიმილის ტონი არ სცილდებათ.
(განსაკუთრებით ერთგან - ბროწეულის ბაგეს)
პიკასო მხატვარია -
„ერთი ფუნჯის მოსმით“
ის არ გვგავს ჩვენ ფერებში...
„ხელოვნება არ არის ოთახების მოსართავი!
ფერწერა არის თავდაცვისა და თავდასხმის მძლავრი საშუალება“
ამიტომაც პიკასოს ფუნჯს აღელვება არ სცილდება.
დიდებულია -
ის ფუნჯს ორჯერ არ დებს აკვარელში...
„მე დაგინახე მოდილიანის - ფუნჯით
და გამოგძერწე რენუარის ფერში -
პიკასოს მონასმებით“
ფერი შევქმენი და
დაგხატე ერთი მოსმით.
ა მ ო გ ი ს უ ნ თ ქ ე !!!
(ტალღისფერი თვალები,
გრძელი კისერი,
მარჯვნივ გადახრილი თავი,
თხელი თითები,
სახე მშვიდი...)
პორტრეტს დალის აბსტრაქტული რკალი გასდევს:
ნათელ ფონზე მტრედს სამი წრე შეეკრა.
/პორტრეტით უშენობა მოვიკალი/

კლასიკოსები
ნიკოლოზ ბარათაშვილი... ილია ჭავჭავაძე... აკაკი წერეთელი... გალაკტიონ ტაბიძე... ვაჟა-ფშაველა... იაკობ გოგებაშვილი... (სიმბოლისტები)და სხვა... თითოეული მათგანი ცხოვრობდა საქართველოზე შეყვარებული... მათ სტკიოდათ სამშობლო! კრიტიკოსები მათ ღვაწლს სამშობლოსადმი სიყვარულში აღიქვამენ. "მათ უხმოდ უთხრეს და უსიტყვოდ - სიტყვით სათქმელი..." თითოეული მათგანის ნეშტი მთაწმინდის - დიდუბის პანთეონში განისვენებს... მე მიხარია, როგორც რიგით ქართველს - რომ უმეტესობას ახსოვს, უმეტესობა სწავლობს და არ ივიწყებს გენიას, რამაც ქართველობა შეგვინარჩუნა... რამაც საქართველო არ გააქრო და გვაქცია ერთმორწმუნე ერად! "არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს - სხვა ქვეყნის სამოთხეზედა..."
- ავტორი დ. კამკამიძე
- ავტორი დ. კამკამიძე
მათ გამოძერწეს...
ლიტერატურა - და რომ არა ლიტერატურა?! შეიცვლებოდა რამე?! ბევრი იტყვის - დაუფიქრებლად არა! "სწორედ მავანნი გაიხდიან საჯიჯგნად ღვაწლსა" პასუხი მოსალოდნელია... მათ ფორმალური დამოკიდებულება აქვთ ხელოვნებასთან... და საწყენი არაა! "საცოდავი ის კი არაა ვისაც ერთი წიგნიც არ წაუკითხავს, საცოდავია ის ვინც ერთი წიგნი წაიკითხა და მეორის წაკითხვის სურვილი აღარ გაუჩნდა" ლიტერატურამ მოიყვანა დღეს საქართველო... ლიტერატურამ დაბადა სიტყვა "საქებარი" რაშიც ხშირად საქართველოს ვგულისხმობთ... ენით საქმე! - აი, მთავარი რა არის?! "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო" სწორედ სიტყვით შთაგონება მოჰფენს ნათელს ჩვენს ერს... 18-19 საუკუნეში კი სიტყვით შთაგონებამ საქართველო უამრავ ჭირ-ვარამს გადაარჩინა...
"მათ გამოძერწეს საუკუნო ნათლის წამალი" ილიას ხანა, როცა ქართველს სტკიოდა სული... მაგრამ მაინც, რომ ვერ დავაფასეთ!... დრო გაჩერდა.. აკაკიმ ექოს ტემბრში წამოიძახა "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!" - და შედგა წამი! (წიწამურთან ხომ ჩვენი ხელით ლეგენდა მოვსპეთ?! ვისაც დღედაღამ არ ეძინა ქართველის ჭირით?!...)
- ავტორი დ. კამკამიძე (გამონათქვამების კრებული მეტაფორათა და ანდაზათა ავტორი: დ. კამკამიძე)

უკვდავების ხანა
გალა - (გალაკტიონი) რჩება კვლავ მეფედ... კაცმა, რომელმაც პოეზიას ხიბლი აჩუქა... მას ბაძავს ყველა... ირიბი თუ პირდაპირი გზით! ის უკვდავია... ილიას გულწრფელობა ისევ შემორჩა დღევანდელ ლიტერატურას, ვაჟას მუსიკალურობა, მთის ხმა... სიმბოლისტების წერის მანერა... დიახ! აქტუალურია კვლავ... დიახ! კითხულობენ კვლავ! - ბევრი თოვლს გალასავით იისფრად ხედავს... რატომ?! პასუხი ალბათ ყოველთვის იდენტურია... მონოტონური ფერები კი არასდროს ჭარბობს 21-ე საუკუნის ლიტერატურაში... შეიცვალა სტილი, რითმა, რიტმი, მუსიკა... მაგრამ არ შეცვლილა ინტერესი, რასაც 18-19 საუკუნე ჰქვია! "საიდან მოსჩანს ნათელი - ან საით მიექანება?!"
- ავტორი დ. კამკამიძე (ნაწყვეტი ნოველის მონოლოგიდან)
- ავტორი დ. კამკამიძე (ნაწყვეტი ნოველის მონოლოგიდან)
20-21 საუკუნე
21 საუკუნე... ლიტერატურა გასცდა ჩარჩოებს, დაიმსხვრა "ტრადიციათა ჩარჩო" გაჩნდა უამრავი ჟანრი... 20 საუკუნე - ვერლიბრი, თეთრი ლექსი... შემოვიდა ჰაიკუ, ტაიკა, მინიმა... ბევრმა აღიარა... ბევრისთვის სხვა დანარჩენი გარდა ტრადიციულისა მიუღებელია. ვერავინ იფიქრებდა იაპონიაში 16 საუკუნეში, რომ ჰაიკუ სულ რაღაც 17 მარცვლიანი გამონათქვამი თავისი დატვითულობით
რამდენიმეგვერდიან პოემას "თუ" აჯობებდა თავისი დატვირთულობით... და ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა საზღვრებს იქითაც - კი... არავინ იფიქრებდა, რომ ვერლიბრს, თეთრ ლექსს ამდენი მიმდევარი თუ გამოუჩნდებოდა... "დაჩრდილავდა" გარკვეული დოზით კონვენციურ ლექსს. 21 საუკუნეა! საუკუნე, როცა გზა ევროპასთან უფრო ახლოა... ჩარჩო მეტნაკლებად ღია! სწორედ ამიტომ ბედნიერია ხელოვნება! ლიტერატურა "ზუსტი მეცნიერება" როდია?! ხოლო მეტაფორულად, რომ ვთქვათ ხელოვანი ფესვიდან სასურველ ციფრს ყოველთვის ამოიყვანს... ლიტერატურა ხომ ყოველთვის პროგრესს განიცდის... ან პირიქით... "აქ ყოველთვის დუღს სუნთქვა"
- ავტორი დ. კამკამიძე (პუბლიცისტური წერილის ნაწყვეტი)

18-19 საუკუნე
19 საუკუნე ხანა, როცა ლიტერატურით "თვრებოდა" ყველა... უდიდესი კლასიკოსებითა და უდიდესი გენიით გაზავებული ხელოვნება! სწორედ 18-19 საუკუნეში გაჩნდა ფასდაუდებელი ღვაწლი... ღვაწლი,რომელმაც საქართველო ჩვენამდე მოიტანა!ოქროს ხანამ საქართველოს ისტორიას ნათელი მოჰფინა... გადაიფურცლა აღზევების ფურცელი! აკაკი, ილია, ვაჟა, გალაკტიონი... თებერვლიანები თუ სხვა დიდი ხელოვანები... - სწორედ მათ შექმნეს სულითხორცამდე სათაყვანებელი ფენომენი - რასაც ლიტერატურა ჰქვია! შ. რუსთაველის დროიდან მოყოლებული ტრადიციული ლექსი (რითმები 1-3 - 2-4) ინერგებოდა... იხვეწებოდა! (განიცდიდა პროგრესს) დიდი მეტაფორებისა თუ სხვა ტროპიული მეტყველების საშუალებებით შემკული ლიტერატურა უკვდავების ხანად იქცა... გაჩნდა კონვენციური ლექსი... ლექსი, რომელიც უმეტესად სამიჯნურო / პატრიოტული ჟანრის იყო. გადმოსცემდა ამა თუ იმ ემოციას, რასაც "ტკივილით სიყვარული" ერქვა... მიდიოდა დრო "ვითა სიზმარი ღამისა" კონვენციური ლექსი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა... 21-საუკუნეშიც კი! აკაკის "ხატის წინ" გალაკტიონის "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ილიას "ლოცვა" ვაჟას "რამ შემქმნა ადამიანად?!" პოემები თუ სხვა... - (აქ მაჯისცემა არ ეყრდნობა დოგმათა ჩარჩოს...)/დ. კამკამიძე/
- ავტორი დ. კამკამიძე (პუბლიცისტური წერილის ნაწყვეტი)
- ავტორი დ. კამკამიძე (პუბლიცისტური წერილის ნაწყვეტი)
ლიტერატურის სახეები
განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.
- ავტორი დ. კამკამიძე (ლიტერატურული გარჩევის ნაწყვეტი)
- ავტორი დ. კამკამიძე (ლიტერატურული გარჩევის ნაწყვეტი)
ლიტერატურის მიღმა
ხელოვნების ერთ-ერთი დარგი ლიტერატურაა… „ლიტერატურა აქ ხომ სუნი დგას კოწახურების“ - სწორედ ასე განიხილავს კრიტიკოსი. ხელოვნებას ეტრფიან. უყვართ, იკვლევენ… და არ იცნობენ მის ჭეშმარიტ არსს… პოეზია უნდა გაითავისო… პროზა უნდა შეიმეცნო! პოეზია რიტმით, მუსიკით, გაფორმებით ცოცხლობს… პროზა (თეთრი ლექსივით…) სადაც აბზაცები რიტმულად ებმის ერთმანეთს… - პოეზია ჰო ერთი ამოსუნთქვაა?! - ამოსუნთქვა, რომელიც არასდროს ჭირს! "ბედნიერება იბადება ხელოვნებაში"
- ავტორი დ. კამკამიძე (ნაწყვეტი კრიტიკული ესედან)
- ავტორი დ. კამკამიძე (ნაწყვეტი კრიტიკული ესედან)
Подписаться на:
Сообщения (Atom)