четверг, 10 июня 2010 г.
ადმინისტრაცია
среда, 9 июня 2010 г.
პროზა-პოეზია
პროზა (ლათ. prosa < prorsa - პირდაპირი, უბრალო, proversa - წინმიმართული), მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეორე ძირითადი ფორმის - პოეზიისაგან მხატვრული მეტყველების ორგანიზაციით. პროზაში მეტყველების მთლიანი ნაკადი მიისწრაფვის მხოლოდ წინ და მისთვის დამახასიათებელია ისეთივე პაუზები წინადადებებისა და სინტაგმების ბოლოს, როგორც ეს ჩვეულებრივ მეტყვეებას ახასიათებს. პოეზიისგან განსხვავებით პროზის რიტმი აგებულია სინტაქსური კონსტრუქციების (წინადადება, პერიოდი, კოლონი) მიახლოებით თანაზომადობაზე, რაც ქმნის მხატვრული პროზის ნაწარმოების ერთ მთელიან ქარგას და რითიც ის განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისაგან ან საყოფაცხოვრებო ხასიათის ტექსტებისგან.
მხავრული ლიტერატურის ერთ-ერთ ძირითად ფორმად პროზა XIX საუკუნეში გაფორმდა. მანამდე პროზაში იგულისხმებოდა ყველა სახისა და ხასიათის არამხატვრული ტექსტი.
მხატვრული პროზის პირველ ჟანრულ ფორმად ითვლება რენესანსის ეპოქის ნოველა. XVIII საუკუნიდან, განსაკუთრებით კი XIX საუკუნეში ვითარედება ისეთი ჟანრები, როგორიცაა მოთხრობა, რომანი და სხვ.
პოეზიისაგან განსხვავებით პროზაში სიტყვას, როგორც ენობრივ ერთეულს, ეცვლება სტულისტური ფუნქცია: ნაკლები ყურადღება ექცევა ბგერწერასა და მარცვლობრივ-მახვილობრივ შედგენილობას, ხოლო მეტი - სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობას, მის გამომსახველობით ფუნქციას. პროზაში კონსტრუქციის რიტმს არეგულირებს მისი სემანტიკური მხარე.
თუ პოეზიაში, განსაკუთრებით ლირიკაში, ისმის, უპირველეს ყოვლისა, ავტორისეული ხმა, რომელიც მოგვითხრობს ან სიუჟეტურ ამბავს, ან საკუთარ განცდათა შესახებ, პროზაში ბევრი ხმა ისმის: ავტორისეული თხრობა, მოქმედ პირთა ხმები, "შინაგანი ხმაც" კი და მათი ურთიერთმოქმედება ხშირად კომპოზიციის ერთ-ერთი საფუძველია.
პოეზიისა და პროზის გვერდიგვერდ არსებობს მანძილზე შეიქმნა მათ შორის შუალედური ფორმებიც - ლექსი პროზად, რიტმული პროზა, მაგრამ პროზისგან პოეზიას ყოველთვის გამოყოფს სიტყვის ლექსის საზომით ორგანიზაცია.
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" განავრცო - დ. კამკამიძემ

ანდაზა - აფორიზმი
ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც "მაქსიმი". თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას "აფორიზმი" ეწოდება.
ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
ომფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" განავრცო - დ. კამკამიძემ

რითმა
რითმა (ბერძნ. rhythmos - ტაქტი, ზომა), ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება ტაეპებში უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.
რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპები. ლექსიკური თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმით, რომ იგი ბგერითი გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. რითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილს, რის შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და იქცევს ყურადღებას. რითმა პოეტურ მეტყველებასი ქმნის რიტმულობას, კეთილხმოვანებას, მუსიკალობას.
სექციების სია
[დამალვა]
* 1 რითმათა კლასიფიკაცია
o 1.1 1. კლაუზულათა ანუ შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით
o 1.2 2. ადგილმდებარეობის მიხედვით
o 1.3 3. ევფონიის მიხედვით
o 1.4 4. შინაარსის მიხედვით
o 1.5 5. ფორმის მიხედვით
o 1.6 6. გარითმულ ტაეპთა ჯერადობის მიხედვით
o 1.7 7. ნებისმიერი რითმა, რომელიც განსაზღვრულ წესს არ ემორჩილება
რითმათა კლასიფიკაცია
ლიტერატურის თეორიისათვის სადღეისოდ ცნობილი რითმის უამრავი სახის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე ხდება:
1. კლაუზულათა ანუ შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით
* ა) ერთმარცვლიანი ანუ ვაჟური რითმა
* ბ) ორმარცვლიანი ანუ ქალური რითმა
* გ) სამმარცვლიანი ანუ დაქტილური რითმა
* დ) სამ მარცვალზე მეტი - ზედაქტილური ანუ ჰუპერდაქტილური რითმა.
ტერმინები "ვაჟური" და "ქალური" ფრანგული წარმოშობისაა (ძველ ფრანგულში ეს რითმები დაემთხვა მდედრობითი და მამრობითი სქესის გარითმულ სტყვებს და ტერმინების სახით შემორჩა პოეტიკას).
2. ადგილმდებარეობის მიხედვით
1) გარეგანი რითმა, რომლის სახეებია:
* ა) მოსაზღვრე ანუ პარალელური, რომლის სქემაა aa (წყვილადი რითმა) ან aaaa (კატრენი), მაგ:
"მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს..." (ნ. ბარათაშვილი)
* ბ) ჯვარედინი რითმა, სქემა: abab
"სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი,
მშვენიერნი, ცრემლით კრთოდნენ
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ." (ნ. ბარათაშვილი).
* გ) რკალური რითმა, სქემა: abba.
"ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია."
* დ) კიბური რითმა - წინა ტაეპის ბოლო ერითმება მომდევნო ტაეპის დასაწყისს.
* ე) ინტერვალიანი რითმა, როდესაც ტაეპებში სხვადასხვა ინტერვალით მეორდება შესაძლებელი სქემებით: aab, aaab.
2) შიგა რითმა (ცეზურული, წინაცეზურული, უკანაცეზურული), როცა სიტყვები (კლაუზულები) ტეაპის შიგნითაა გარითმული.
3) შიგა-გარეგანი რითმა, როცა სეთანხმებულია ტაეპის მუხლებიც და დაბოლოებაც.
4) პანტორითმა, როცა ტაეპში გარითმულია ყოველი სიტყვა.
3. ევფონიის მიხედვით
1) ზუსტი რითმა, როდესაც კლაუზულაში ყველა ბგერა ერთმანეთს ემთხვევა.
"ვარდით ნამებს იტაცებდა ხშირი მზე,
შენს ნატელზე ვოცნებობდი, პირიმზე." (გ. ტაბიძე)
2) არაზუსტი რითმა, როდესაც ზოგერთი ბგერა ემთახვევა ერთმანეთს.
"მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მზინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ." (გ. ტაბიძე)
არაზუსტი რითმების სახეებია:
* ა) ასონანსური
* ბ) დისონანსური
* გ) კონსონანსური
* დ) არათანაბარმარცვლიანი
* ე) არათანაბარმახვილიანი
* ვ) აკუსტიკური
* ზ) ექო-რითმა
* თ) კონტურული
3) მდიდარი რითმა, რომელშიც ზუსტი კლაუზულების წინა თანხმოვნებიც ემთხვევა (დამახასიათებელია ვეფხისტყაოსნისთვის).
4) ღარიბი რითმა (კლაუზულის თანხმოვნებით განსხვავებული).
5) ღია რითმა (ხმოვნით დამთავრებულნი).
6) დახურული რითმა (თანხმოვნით დამთავრებულნი).
4. შინაარსის მიხედვით
1) მაჯამური (ომონიმური) რითმა.
"ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი არარ ვიტყვი, მაშ მომკალი უშენოსა,
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა
შენმან მზემან, თავი ცემი, არვის ჰმართებს უშენოსა! (შ. რუსთველი)
2) ტავტოლოგიური რითმა
"ნეტავ ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი ნიკორწმინდა..." (გ. ტაბიძე)
3) ბანალური ანუ გაცვეთილი რითმა
4) იშვიათი რითმა
5) ეგზოტიკური რითმა
6) თემატური რითმა (რითმები, რომლებიც აგებულია ლექსის თემის აღმნიშვნელ სიტყვათა ჟღერადობაზე).
7) კალამბურული რითმა
8) ზმნური (გარითმულია ზმნების კლაუზულები).
9) ზედსართაული (გარითმულია ზედსართავი სახელების კლაუზულები)
5. ფორმის მიხედვით
1) მარტივი რითმა
2) რთული რითმა
"აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, (რთული)
სერზედ შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა. (მარტივი) (ა. წერეთელი)
3) კვეთილი რითმა
"თოვლის ფიფქი წამოვიდა
და დამადნა ტუჩის ქიმზე,
საქართველოს მომავალი
ბედნიერი თვალით მიმზერს. (გ. ტაბიძე)
6. გარითმულ ტაეპთა ჯერადობის მიხედვით
1) ორჯერადი (ორ-ორი ტაეპია გარითმული)
"დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარი შეჰყარა
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს გმირო ქართლისა " (ნ. ბარათაშვილი)
2) სამჯერადი
"კაცო, გვიყვარდეს,
ცათ შთამომძახეს
როს მათ დამბადეს
ყველგან ეს სიტყვა
ლამპად წინ მიმყვა." (ი. ჭავჭავაძე)
3) ოთხჯერადი - ვეფხისტყაოსნის რითმათა ჯერადობის პრინციპი.
4) მონორიმი - რითმა ლექსის ბოლომდე ერთია.
7. ნებისმიერი რითმა, რომელიც განსაზღვრულ წესს არ ემორჩილება
"დრო აღარ დარჩა, რომ ახალი იწყო ცხოვრება?
- არა! ყოველი წუთი გზაა თავისდაგვარი,
ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი
უცდის მომავალს
ბევრი გადივლის ქარიშხალი
და ნიაღვარი." (გ. ტაბიძე)
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" - განავრცო დ. კამკამიძემ

რიტმი
რიტმი (ბერძნ. rhythmos - თანაზომადობა, სიმწყობრე), თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (ბგერების, მოძრაობების და სხვ.) რიტმს დინამიური ხელოვნების დარგებში (მუსიკა, ცეკვა, ლექსი, პროზა) ერთიანი შინაგანი კანონები აქვს (თანაზომადობა დროში), განსხვავებულია რიტმის შემქმნელი მატერია. მხატვრული დროს თვალსაზრისით რიტმი ერთ-ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.
რიტმი მხატვრულ ლიტერატურაში
პოეზიაში რიტმი იქმნება თანაზომადი ენობრივი ერთეულების პერიოდული და კანონიზირებული მონაცვლეობით. თანაზომიერა, ჩვეულებრივ მარცვლები, სიტყვები ან სინტაგმები. ლექსში რიტმის ძირითადი კომპონენტია მეტრი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ტემპი, ინტონაცია, რითმა და ა.შ.
პროზაში რიტმს ესთეტიკური როლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პროზა არ ხასიათდება პოეზიის მსგავსად ლექსის საზომით ორგანიზებული რიტმულ-ინტონაციური განმეორებით, რიტმული ქარგა მხატვრული პროზაული ნაწარმოებისა მისი მხატვრულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია და ხასიათდება ცვლადი რიტმით ყველა დონეზე. პროზაული ნაწარმოების მხატვრული ენა თავისი რიტმითაც განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისა თუ საყოფაცხოვრებო-საქმიანი ტექსტებისგან. პროზაული და ლექსითი რიტმების ურთიერთმოქმედებით შეიქმნა საშუალო ფორმები, როგორიცაა რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ვერლიბრი.
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" - დამატებითი ცნობარი დ. კამკამიძე

მეტაფორა
მეტაფორა: (ბერძნ. metaphora - გადატანა) – მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი. პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.
"შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი" (გალაკტიონი) მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია. ხანდახან მისი გამოცნობა ძნელია. არისტოტელე ამბობდა: “თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა”.
გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:
1. როცა უსულო საგანის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (ოქროს გული, რკინის კაცი).
2. სულიერი საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე ("ჩაფიქრებულა მთაწმინდა" ან "ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ").
3. უსულო საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (ვერცხლის ნაკადული, რკინის ნიაღვარი).
4. სულიერი საგნის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (შენ ხმელო კაცო, წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო, / აქიმო წყლულის და ქადაგო გაზაფხულისა . . . მ. ლებანიძე)
ინფორმაცია მოპოვებულია "ვიკიპედიიდან" დამატებითი ცნობარი - დ. კამკამიძე

Подписаться на:
Сообщения (Atom)